საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 31 მარტს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საელჩოში უმასპინძლა თურქეთის ქ. ჰათაის მერს ლუთფუ სავაშს, საერთაშორისო გამოფენის ,,Hatay Expo’21” საორგანიზაციო ჯგუფის გენერალურ მდივანს, იჰსან ჩაქარსა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰათაის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო გამოფენაში ,,Hatay Expo’21” საქართველოს მონაწილეობის საკითხზე.

ამასთან, მხარეებმა, განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, გამოფენაში ქართული მხარის მონაწილეობის ხელშეწყობისა და ქართველი მებაღე-დეკორატორების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ზემოაღნიშნული მიმართულებით.