საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სედათ ონალთან. შეხვედრაზე, მხარეების მიერ, განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთს შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრისას, მხარეების მიერ, ასევე, კმაყოფილებით აღინიშნა, ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავზე, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის უაღრესად დადებითი და მზარდი დინამიკა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, ზემოაღნიშნული მიმართულებებით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი სამუშაო ვიზიტით ეწვევა საქართველოს.