საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

21 აგვისტოს, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის ართვინის პროვინციის შავშეთის რაიონის სოფ. ჯევიზლიში, სადაც ადგილზე გაეცნო ტბეთის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს.

21 აგვისტოს, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის ართვინის პროვინციის შავშეთის რაიონის სოფ. ჯევიზლიში, სადაც ადგილზე გაეცნო ტბეთის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს. 4-წლიანი პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის დასუფთავებასა და შენარჩუნებას. 
რაც შეეხება ტაძრის რეაბილიტაციის პროექტს, აღნიშნულზე მუშაობა დაიწყება მას შემდეგ, რაც მიმდინარე პროექტი დასრულდება წარმატებით. 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს თამაშრომლობის 5 წლიანი პროგრამა კულტურის სფეროში, რაც სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვას. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ხოლო საელჩო კი, როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა თურქეთის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 
 ადგილზე მანსპინძლობა გაწიეს შავშეთის გამგებელმა, ართვინის კულტურისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, ცნობილმა არქეოლოგმა, ოსმან აითექინმა.