საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის საფეხბურთო კლუბის - „Ankaragücü“ პრეზიდენტთან, ფათიჰ მერთთან.

2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის საფეხბურთო კლუბის - „Ankaragücü“ პრეზიდენტთან, ფათიჰ მერთთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ, მ/წლის იანვრის თვეში ზემოაღნიშნული კლუბის წევრი გახდა ქართველი ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა დაათვალიერა კლუბის საწვრთვნელი ბაზა, გაიცნო ქართველი ფეხბურთელი და წარმატებები უსურვა მას.