საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ (SAM) ხელმძღვანელთან, უფუქ ულუთაშთან.

2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ (SAM) ხელმძღვანელთან, უფუქ ულუთაშთან. შეხვედრისას, მხარეთა მიერ განხილულ იქნა ზემოაღნიშნული ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, "SAM"-სა და საქართველოს „think-tank“- ებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა და უფუქ ულუთაშმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ცენტრი 2020 წლის განმავლობაში, გეგმავს კონფერენციის ჩატარებას საქართველოში, რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული ცენტრი აქტიურ საქმიანობას ეწევა 1995 წლიდან. კვლევითი ცენტრი კონსულტაციას უწევს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებს დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.