საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 11 თებერვალს, ხანდაზმულთა პოლიფონიური ანსამბლის - „მაჭახელა“ წევრები, სტამბოლის ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელი, ერდალ ქუჩუქ ცივნარიძე და მაჭახელის ფონდის თავმჯდომარე, სულეიმან ქოსე, ასევე ამავე ფონდის წევრები ეწვივნენ საქართველოს საელჩოს, სადაც შეხვედრა გამართეს საქართველოს ელჩთან გიორგი ჯანჯღავასთან.

2020 წლის 11 თებერვალს, ხანდაზმულთა პოლიფონიური ანსამბლის - „მაჭახელა“ წევრები, სტამბოლის ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელი, ერდალ ქუჩუქ ცივნარიძე და მაჭახელის ფონდის თავმჯდომარე, სულეიმან ქოსე, ასევე ამავე ფონდის წევრები ეწვივნენ საქართველოს საელჩოს, სადაც შეხვედრა გამართეს საქართველოს ელჩთან გიორგი ჯანჯღავასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რომლის შემდეგაც, ანსამბლის წევრებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 3 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში (Living Human Treasures) მყოფი პირებისა და ანსამბლების დაჯილდოების ცერემონია, რომლის შედეგადაც, იუნესკოს მიერ ანსამბლი „მაჭახელა“ აღიარებულ იქნა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად.