საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანკარაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და „თურქეთის საისტორიო საზოგადოების“ ორგანიზებით, 2019 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა „IV საერთაშორისო სიმპოზიუმი - ქართულ-თურქული ურთიერთობები“.

ანკარაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და „თურქეთის საისტორიო საზოგადოების“ ორგანიზებით, 2019 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა „IV საერთაშორისო სიმპოზიუმი - ქართულ-თურქული ურთიერთობები“. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, რომელმაც უპირველესად, ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და ასევე, აღნიშნა სიმპოზიუმის გამართვის მნიშვნელობა ქართველი და თურქი ისტორიკოსების მონაწილეობით.

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელები: სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოადგილე, მერაბ ბერიძე და სხვა პროფესორ-მასწავლებლები. მომდევნო, რიგით V საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.