საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 1 დეკემბერს, ანკარაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მორიგ "საქველმოქმედო ბაზრობაში".

2019 წლის 1 დეკემბერს, ანკარაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მორიგ "საქველმოქმედო ბაზრობაში", საიდანაც შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

საქველმოქმედო ბაზრობაზე ქართული კუთხე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქციით, ანკარაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დავით უღრელიძის ნახატებით, ტრადიციული ქართული კერძებით, ქართული ჩაით, სასმელებითა და მინერალური წყლებით, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ბაზრობაში საქართველოს საელჩოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქეთში აკრედიტებულმა 33 ქვეყნის საელჩომ.