საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი ჰოლდინგის “Zorlu Holding” მფლობელთან და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმეთ ნაზიფ ზორლუსთან.

2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი ჰოლდინგის “Zorlu Holding” მფლობელთან და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმეთ ნაზიფ ზორლუსთან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ა. ზორლუს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე და ასევე, ტურისტულ პოტენციალზე.

თავის მხრივ, ა. ზორლუმ გამოხატა დაინტერესება დაიწყოს აქტიური თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.