საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის სავაჭრო პალატის (ATO) პრეზიდენტთან, გიურსელ ბარანთან.

2019 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის სავაჭრო პალატის (ATO) პრეზიდენტთან, გიურსელ ბარანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსა და თურქეთის ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

საქართველოს ელჩმა ანკარის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს, განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების, საგადასახადო სისტემის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, სხვადასხვა სფეროში ინვესტირების შესაძლებლობებისა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე