საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 26 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქული კომპანიის „OEN Enerji Grup” მფლობელთან და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, გენერალურ დირექტორთან და მმართველთა საბჭოს წევრებთან.

2019 წლის 26 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქული კომპანიის „OEN Enerji Grup” მფლობელთან და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, გენერალურ დირექტორთან და მმართველთა საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული პროექტები.

საქართველოს ელჩმა აღნიშნილი კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.