საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 10 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქული ავიაკომპანიიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან.

2019 წლის 10 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქული ავიაკომპანიიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან. ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ მ/წლის 16 ივლისიდან კვირაში ოთხჯერ, Airbus -320 ტიპის თვითმფრინავით ,განაახლებს პირდაპირ ავიამიმოსვლას სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტიტურისტის შემოდინებას საქართველოში. 🛩მურათ ერსოის განცხადებით, პირდაპირი ფრენების ფასი თბილისის მიმართულებით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტამბოლი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ერთობლივი ძალებით პოპულარიზაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები. ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ამჟამად ოპერირებს 20 ქვეყნის მიმართულებით. 2001 წელს დაარსებულმა კომპანიამ „ატლასჯეტი” განახორციელა რებრენდინგი და 2015 წლის 1 მაისიდან ფლოტისა და გლობალური ცნობადობის გაზრდის მიზნით, ავიაკომპანია "ატლასჯეტმა" კორპორატიული იდენტობის შეცვლა გადაწყვიტა და საერთაშორისო ავიაბაზარზე "ატლასგლობალის" ბრენდის სახელით განაგრძო ოპერირება.