საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 9 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის „საყოფაცხოვრებო ინვენტარისა და აქსესუარების მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“(EVSİD) მმართველი საბჭოს ხელმძღვანელობასთან

2019 წლის 9 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის „საყოფაცხოვრებო ინვენტარისა და აქსესუარების მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“(EVSİD) მმართველი საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც განხილულ იქნა ასოციაციის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და აღნიშნულ სექტორში წარმოების დაწყების პერსპექტივები. 

შეხვედრაზე ასოციაციის მმართველი საბჭოს თავჯდომარემ, ისმაილ თაშქინმა აღნიშნა, რომ „EVSİD”-ში გაერთიანებულია 178 თურქული კომპანია, რომელთა წლიური ბრუნვა 3 მილიარდ აშშ დოლარამდეა.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა თურქ ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა, კონკრეტული პროექტების განხორციელების მიზნით.