საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 4 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა „თურქეთის ევრაზიული კვლევების ცენტრის“ პრეზიდენტთან, ალევ ქილიჩთან. შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

ამასთან, პოზიტიურად შეფასდა ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს შორის არსებული კავშირები და იქვე აქცენტი გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ქართველი და თურქი ექსპერტების ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელებას.