საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 3 ივლისს, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი სტიპენდიების ფარგლებში, თურქეთში მყოფ უცხოელ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ ქართველი სტუდენტებიც

2019 წლის 3 ივლისს, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი სტიპენდიების ფარგლებში, თურქეთში მყოფ უცხოელ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ ქართველი სტუდენტებიც.

გამოსაშვებ საღამოს ასევე დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მეჰმეთ ნური ერსოი და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირები.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ ულოცავს ქართველ სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ!