საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 24 ივნისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იავუზ სელიმ ქირანთან.

2019 წლის 24 ივნისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იავუზ სელიმ ქირანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების ურყევი მხარდაჭერა და მიესალმა ახლო მომავალში თურქული დელეგაციების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტებს.

ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე.