საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 17-19 ივნისს, საქართველოს საელჩოსა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების (ICSU) ორგანიზებითა და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, პირველად, კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

19 ივნისს, ქართული კულტურის დღეების დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, რომელმაც სიტყვით მიმართა მომაწილეებსა და სტუმრებს და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას საქართველოს სტრატეგიულ და მეგობარ ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ელჩმა ასევე ისაუბრა ქართველი ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, ხოლო საქართველოს მუნიციპალიტეტებს კი ღონისძიების მხარდაჭრისათვის. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ელჩმა და ორგანიზატორებმა ქართული კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცეს.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისა და კაპადოკიაში მყოფი უცხოელი ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. 
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო, ქართული კერძები, ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები დაეგემოვნებინათ.