საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 16 ივნისს, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ქართული ხელოვნების სახლის მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრნენ, რომელიც თურქეთში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლის "ქაფდაღი" (ხელ-ი: იბერია ოზქან მელაშვილი) დაარსების 25-ე წლისთავს მიეძღვნა.

2019 წლის 16 ივნისს, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ქართული ხელოვნების სახლის მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრნენ, რომელიც თურქეთში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლის "ქაფდაღი" (ხელ-ი: იბერია ოზქან მელაშვილი) დაარსების 25-ე წლისთავს მიეძღვნა. კონცერტს დაესწრნენ თურქეთის პარლამენტის წევრები, ქ. სტამბოლის მერიის წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები.

კონცერტის დაწყებამდე, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა გახლავთ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე და აღნიშნა ის ინიციატივები, რაც უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად. იქვე საქართველოს ელჩმა ანსამბლის ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს სამადლობელი წერილი გადასცა.

ამასთან, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ და ანსამბლის ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს სიგელი გადასცა.

თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ანსამბლის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისათვის და გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.