საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 29 მაისს, ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ (რეზიდენციით ქ. ანკარა) ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს, მილორად დოდიკს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარესთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზაობას.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელით ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი გადასცა.