საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

26 მაისს, ქ. სტამბოლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნი გიორგი ჯანჯღავას მისალოცი (წერილობითი) სიტყვით გაიხსნა.

26 მაისს, ქ. სტამბოლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნი გიორგი ჯანჯღავას მისალოცი (წერილობითი) სიტყვით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ქ-ნი ინგა კიკვაძე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქართული დისპორის ინიციატივით ჩატარდა. ქართულ ზეიმზე მაყურებლის წინაშე საქართველოდან ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „აისი„, თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ფოლკლორის შემსრულებლები, აგრეთვე ყველასათვის საყვარელი ბაიარ შაჰინი წარსდგნენ.