საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 10 მაისს, საქართველოს საელჩოს, თურქეთში ახალგაზრდა ელჩის, გიორგი ცეცხლაძისა და ქართველი სტუდენტების ორგანიზებით, ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის მეგობრობის საერთაშორისო დღეზე 50-მდე ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდი.

2019 წლის 10 მაისს, საქართველოს საელჩოს, თურქეთში ახალგაზრდა ელჩის, გიორგი ცეცხლაძისა და ქართველი სტუდენტების ორგანიზებით, ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის მეგობრობის საერთაშორისო დღეზე 50-მდე ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდი. სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. იქვე ქართველმა სტუდენტებმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სტენდი მოინახულა ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქ. ჰალუქ ოზენმა, რომლის ფარგლებშიც შედგა საქართველოს ელჩის გიორი ჯანჯღავას საუბარი პროფ. ჰალუქ ოზენთან. საუბრისას, ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტები გამოირჩევიან განსაკუთრებული აქტიურობით, რაც მისასალმებელია. პროფ. ჰალუქ ოზენმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ უნივერსიტეტში, თურქული მხარის დაფინანსებით, ქართველი სტუდენტები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას.