საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 25 ნოემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიწვევით, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ინეგოლში.

2018 წლის 25 ნოემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიწვევით, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ინეგოლში, სადაც შეხვედრა გამართეს ქართული წარმოშობის მოსახლეობასთან და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ, ელჩმა და გენერალურმა კონსულმა პატივი მიაგეს აჰმეთ ოზქან მელაშვილის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი. ელჩი და გენერალური კონსული, ასევე, ეწვივნენ „სოფ. ჰაირიეს ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციას“ და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციას“.

იმავე დღეს, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების მიწვევით, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და გენერალური კონსული ინგა კიკვაძე დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, ფონდის „ქართული გალობა“ და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ წიგნის პრეზენტაციას, სახელწოდებით - „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“. აღნიშნული პრეზენტაცია მიეძღვნა პიტერ გოლდის მიერ 1968 წელს, ქართული ხალხური კულტურის შესწავლის მიზნით სოფელ ჰაირიეში ჩატარებული ექსპედიციის 50-ე წლისთავს. 
ღონისძიებაზე ელჩმა და გენერალურმა კონსულმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ანსამბლი “ელესა” და მომღერლები ინეგოლიდან.