საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 24 ნოემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ გაფართოებული შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

2018 წლის 24 ნოემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ გაფართოებული შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე, რომელმაც თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, განხილულ იქნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ძირითადი ასპექტები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრას, რომელიც საქართველო – თურქეთის განათლებისა და კულტურის ფონდში გაიმართა, ესწრებოდნენ: საქართველო – თურქეთის განათლებისა და კულტურის ფონდის თავმჯდომარე, ისმეთ აჯარი, საქართველო – თურქეთის განათლებისა და კულტურის ფონდის გენერალური დირექტორი, მევლუთ ართვინლი, ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, ფეჰმი უზალი, ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარე, ერდალ ქუჩუქი, საქართველო–თურქეთის მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე, ალი რიზა ალთუნელი, ბეიქოზის ბათუმისა და მისი შემოგარენის ქართული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარე, ალი ქემალ ქილიჩი, ჭოროხის ხეობის ბორჩხელთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი და ართვინის ასოციაციების ფედერაციის გენერალური მდივანი, ჰასიბე ოზქანი, შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, სეზენ გონენჩ ოქჯანი, სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ნათელა ქუდიძე, ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და ურთიერთთანამშრომლობის საზოგადოების თავმჯდომარე, ადემ თურანი, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების თავმჯდომარე, ნედიმ სევიმი, იზნიქის ბათუმელი მოსახლეობის საზოგადოების თავმჯდომარე, ქადირ იუქსექი, ინეგოლის ქართველ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე რეჯეფ ბაირაქი, სოფელ მურათბეის ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ოზგურ გურბუზი, სოფელ გულბაჰჩეს ქართული სოციალურ-კულტურული ასოციაციის თავმჯდომარე, აჰმეთ იოქუში.