საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანკარაში საქართველოს საელჩო დიდ მადლობას უხდის 2018 წლის 25 აგვისტოს, ქ. ბურსის ქარაჯაბეის რაიონის სოფ. ბოღაზქოიში „მარიობის“ ტრადიციული ზეიმის სულისჩამდგმელებს და მონაწილეებს ბრწყინვალედ ორგანიზებული დღესასწაულის ჩატარებისათვის.

ანკარაში საქართველოს საელჩო დიდ მადლობას უხდის 2018 წლის 25 აგვისტოს, ქ. ბურსის ქარაჯაბეის რაიონის სოფ. ბოღაზქოიში „მარიობის“ ტრადიციული ზეიმის სულისჩამდგმელებს და მონაწილეებს ბრწყინვალედ ორგანიზებული დღესასწაულის ჩატარებისათვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისტორიული იმერხევიდან ბოღაზქოიში წამოსული მოსახლეობის სახალხო ზეიმი, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თურქეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ისტორიული ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებმა და ქართული სიმღერებისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ბოღაზქოიდან, ბურსიდან და სტამბოლიდან, მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.

განსაკუთრებული მადლობა ქ. ბურსის სოფ. ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციას (ხელ-ი: დოღან ილმაზ-მახარაძე), ქ. ბურსის ქართული კულტურის ასოციაციას (ეშრეფ შენთურქ-კირკიტაძე), ქ. სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლს (ხელ-ი: გიორგი ირემაძე) და ცნობილ მომღერალს ეროლ ალქანს. აქვე ვულოცავთ სადებიუტო კონცერტს სტამბოლის ახლად დაარსებულ ეთნო-კვარტეტს „ბენდ-ლიგანი“ (ხელ-ლი: ონურ სარიქაია).