საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ 

თურქეთის რესპუბლიკში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.
სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.


საბუთები მიიღება /წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზეankara.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:

1. კანდიდატი
უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

2. ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

2. კარგად ფლობდეს თურქულ და ინგლისურ (სასურველია) ენებს;

3. იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებდეს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

4. კანდიდატს უნდა ჰქონდეს თურქეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

კონკურსის თემატიკა:

1. საქართველოს კანონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
2. ს
აქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზეankara.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
2. ავტობიოგრაფია;
3. დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
4. პასპორტის ასლი;
5. ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
6. ერთი ფოტოსურათი (3X4);
7. ნასამართლობის შესახებ ცნობა.
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: Oran Mh., Kılıç Ali Caddesi 12 Ankara, Turkey


სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +90 312 491 80 30 - 31

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf