Under Construction

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად,
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1
(ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.
სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება,
გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების
გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს
ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით, მისამართზე (შესაბამისი ელ-ფოსტა).
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები (რა ფორმით ჩატარდება კონკურსი):
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კონკურსის თემატიკა:
(საქართველოს დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულების დასახელება)
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, მისამართზე: (შესაბამისი ელ-ფოსტა) უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების)
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება
სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: (საქართველოს
დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულების მისამართი)
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით
ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა
სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში
ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.