საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 6 აგვისტოს, ქ. ორდუში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა.

2019 წლის 6 აგვისტოს, ქ. ორდუში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე).

შეხვედრაზე მხარეების მიერ განხილულ იქნა აგრარული დარგის კიდევ უფრო განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამი ქვეყნის მიერ თხილის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაზე. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, მიღებულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკელრაცია, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ თხილის ინდუსტრიის განვითარებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა გადაინაცვლეს ორდუს ულუბეის რაიონში, სადაც დაესწრნენ თხილის მოსავლის აღების დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი მსოფლიოში თხილის 80% აწარმოებენ.