საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის ახლადარჩეულ მერთან, მანსურ იავაშთან.

2019 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის ახლადარჩეულ მერთან, მანსურ იავაშთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რომლის ფარგლებშიც კმაყოფილებით აღინიშნა 1996 წელს ანკარა-თბილისის დაძმობილების, 2017 წელს ანკარაში თბილისის პარკის გახსნისა და მ/წლის 18 იანვრიდან ანკარა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის ფაქტი, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას, ბიზნესწრეების დაახლოებასა და ტურისტთა რაოდენობის ზრდას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა ანკარის მერს მანსურ იავაშს, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის მისალოცი წერილი გადასცა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.