საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თურქეთის რესპუბლიკა

დიპლომატიურ ურთიერთობათა ქრონოლოგია

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარდა 1992 წლის 21 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თურქეთის რესპუბლიკაში:

  • ნოდარ კომახიძე (05.02.1994-31.01.1997),
  • ტარიელ ლებანიძე (30.09.1998-15.10.2004),
  • გრიგოლ მგალობლიშვილი (15.10.2004- 2009),
  • ტარიელ ლებანიძე (2010 – 01.09.2012),
  • ზურაბ პატარაძე (15.10.2012 - დღემდე)
  • გენერალური კონსულები ქ. სტამბოლში
  • თეიმურაზ შარაშენიძე (30.03.1998-17.08.2004),
  • ზვიად კვაჭანტირაძე (01.12.2004-დან),
  • ირაკლი ასაშვილი (15.10.2012 - დან)

გენერალური კონსულები ქ. ტრაპზონში:

  • გიორგი ჯანჯღავა (05.04.1994 - 23.08.2004),
  • ნიკოლოზ გოგიტიძე (23.08.2004 - 01.02.2007),
  • ავთანდილ მიქაცაძე (01.02.2007- 2012),
  • პაატა კალანდაძე (15.10.2012 - დან)

თურქეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:

  • თიმუჩინ არბაქი - საქმეთა დროებითი რწმუნებული,
  • უფუქ თევფიქ ოქიაუზი,
  • ბურაქ გიურსელი (07.04.1998 - 21.06.2002),
  • დიჯლე ქოფუზი (21.06.2002 - 02.12.2004),
  • ერთან თეზგორი (02.12.2004-დღემდე).
  • თურქეთის გენერალური კონსული ქ. ბათუმში:
  • ქაზიმ ჩავუშოღლუ (09.2006- დღემდე)

საქართველოს საპატიო კონსული ქ. იზმირში:

  • ნურეთინ ჩარმიქლი - 1997 წლიდან

თანამშრომლობის სფეროები:

ორ ქვეყანას აკავშირებს დინამიური თანამშრომლობა, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სახე მიიღო:

  • რეგულარული ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგი;

  • თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;

  • თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში - აღსანიშნავია თურქეთის დახმარება სამხედრო კადრების მომზადებისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის საკითხებში. მოქმედებს საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გრანტის გადმოცემის პროგრამა. მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე;

  • რეგიონალური თანამშრომლობა - მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განტკიცებას და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. 2007 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში შედგა რეგიონული თანამშრომლობის სამმხრივი სამიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობდა აზერბაიჯანის მხარე. სამიტის დროს ხელი მოეწერა "თბილისის დეკლარაციას" რეგიონალური თანამშრომლობის ერთობლივი ხედვის შესახებ.

  • მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით. ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენი და "ბაქო-თბილისი-ერზერუმის" გაზსადენი. წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის სფეროშიც; ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანია "ბაქო-თბილისი-ყარსის" (სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2007 წლის 7 თებერვალს) სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება.

  • სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა - სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2006 წლის მონაცემებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობამ შეადგინა 647,94 მილიონი აშშ დოლარი. ფუნქციონირებს ერთობლივი სამთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია და თურქულ-ქართული ბიზნეს საბჭო.

  • ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა (2006 წლის 14 მარტი), ორ ქვეყანას შორის 3 თვიანი უვიზო რეჟიმის შემოღება (2006 წლის 10 თებერვალი), პრეფერენცირებული ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა (2006 წლის 19 დეკემბერი) ბოლო პერიოდის ის მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომლებიც ხელს უწყობს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას.

  • თანამშრომლობა კულტურის სფეროში - აქტიური კულტურული კონტაქტები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ადექვატურად ასახავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი განვითარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2003-2006 წლები (მლნ. აშშ დოლარი):

წლები

2003

2004

2005

2006

ბრუნვა

186,4

321,0

404,9

647,94

ზრდა %

-

72,2

26,1

60,0

წილი მთლიან ბრუნვაში

12,4

12,9

12,1

13,9

ექსპორტი

78,9

118,7

121,8

124,96

ზრდა %

-

50,4

2,6

2,6

წილი მთლიან ექსპორტში

17,8

18,3

14,1

12,6

იმპორტი

107,5

202,3

283,0

522,98

ზრდა %

-

88,1

39,9

84,8

წილი მთლიან იმპორტში

10,2

11,0

11,4

14,2

სალდო

-28,6

-83,6

-161,2

-398,0

ინვესტიციები:

არასრული მონაცემებით, მხოლოდ 2006 წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 88.67 მლნ. აშშ დოლარი. თურქული ინვესტიციები ძირითადად განთავსებულია სატელეკომუნიკაციო, სამრეწველო, სამშენებლო, საბანკო, ტექსტილის სფეროებში. საქართველოში მოქმედი მსხვილი თურქული კომპანიებია: "თურქეთის ავიახაზები", "ჯეოსელი", "TAV Urban"-ის კონსორციუმი ,"შიშე ჯამი-მინა" და სხვ.

წელი

ინვესტიციის ოდენობა (მლნ აშშ დოლარი)

2000

29.0

2001

8.5

2002

8.8

2003

17.3

2004

33.9

2005

27.4

2006 9 თვე

88.67

 

ორმხრივი ვიზიტები

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტები:

2004 წლის თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის თედო ჯაფარიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2004 წლის 19-21 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

2005 წლის 10-11 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2005 წლის 4-5 აპრილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2005 წლის 4-5 ოქტომბერი - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2006 წლის 5-6 თებერვალი - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში;

2006 წლის 13 ივლისი - ჯეიჰანში შედგა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა;

2006 წლის 23 ნოემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში; პარალელურად მან მონაწილეობა მიიღო სტამბოლში გამართულ მსოფლიო-ეკონომიკურ ფორუმში;

2007 წლის 19-21 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:

2004 წლის 11-12 აგვისტო - თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2005 წლის 12-14 სექტემბერი - თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის ქ. თუზმენისა და თურქული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. პარალელურად შედგა საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის შერეული კომისიის სხდომა;

2005 წლის 12 ოქტომბერი - თურქეთის რესპუბლიკის თურქეთის პრეზიდენტის აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივად გახსნეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს სეგმენტი;

2006 წლის 14-15 მარტი - თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2006 წლის 19-21 ნოემბერი - თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნის იღით ალფოგანის ვიზიტი საქართველოში;

2007 წლის 7 თებერვალი - ქ. თბილისში გაიმართა სამმხრივი რეგიონალური სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სამართლებრივი ბაზა

საქართველო-თურქეთს შორის არსებული სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. დღეისათვის ხელმოწერილია 120-ზე მეტი შეთანხმება, მათ შორის:

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92.

საზღვაო შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის; ქ. თბილისი 30.07.92;

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 30.07.92.

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92;

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ; ქ. თბილისი 30.07.92;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 1994 წლის იანვარი.

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 13.01.94.

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 13.01.94.

ოქმი საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა 13.01.94.

ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ. ქ. ანკარა 4.04.96.

სავიზო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის. ქ. ანკარა 4.04.96.

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროებში. 04.04.96;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. ანკარა, 4.04.96;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 30 ივლისი 1992 წელი;

სასაზღვრო ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. ქ. თბილისი 14 ივლისი 1997 წელი;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 14 ივლისი 1997 წელი;

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 14 ივლისი 1997 წელი;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი 13 მარტი 1998 წელი;

საკონსულო ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. ქ. ანკარა 12 მარტი 1995 წელი;

შეთანხმება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქ. თბილისი, 1994 წლის 29 ოქტომბერი;

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში შეთანხმება. ხელმოწერილია 2005 წლის 5 ოქტომბერს ქ. ანკარაში;

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება. 2005 წლის 15 დეკემბერი;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ. ხელმოწერილია 2006 წლის 14 მარტს ქ. თბილისში;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საელჩოების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ხელმოწერილია 2006 წლის 13 ნოემბერს;

შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ. 2006 წლის 19 დეკემბერი.

ბმული:

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://www.mfa.gov.tr